"პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი" - ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ მენტორი და წამყვანი მასწავლებლების დასაცავად

კოლეგებო, ვუერთდებით წამყვანი და მენტორი მასწავლებლების აღშფოთებას ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე წერს.

"სამწუხაროდ, განათლების სამინისტრომ არ გაიზიარა ჩვენი მოსაზრებები სრულად, ხელფასების გაანგარიშების ახალი წესის პროექტში.

მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი და ვარ წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის ასეთი დისკრიმინაციული მიდგომის.

პროექტის პირველ ვარიანტში, მენტორ მასწავლებლებს რეალურად აკლდებოდათ ხელფასები და წამყვანებისთვის იყო უმნიშვნელო ზრდა.

შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ყველა მენტორ და წამყვან მასწავლებელს ეზრდება ხელფასი, მინიმუმ 200 ლარით, შენარჩუნებულია 2,3,4 სკოლაში დასაქმებული მასწავლებლების არსებული დანამატებიც. (ალბათ იცით, რომ სისტემაში არიან მასწავლებლები, რომლებიც 2, 3, 4 და 5 სკოლაში მუშაობენ, 2სთ-4სთ დატვირთვაზე და ყველა სკოლაში იღებენ დანამატებს სრულად)

ამ ეტაპზე, ყველაფრის თქმა არ შემიძლია! კიდევ გვაქვს იმედები!

დეტალურ ინფორმაციას, ჩვენ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, მოგაწოდებთ უახლეს პერიოდში.

ვფიქრობ და ალბათ, დამეთანხმებით, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ მენტორი და წამყვანი მასწავლებლების დასაცავად! დანაპირები შესრულდა, მხოლოდ უფროსი მასწავლებლების ხელფასების ზრდის სახით!

P.S. მივმართავ იმ დირექტორებს, რომლებიც მასწავლებლებს აძლევენ არასწორ ინფორმაციას ხელფასის დაკლების თაობაზე, ორ სკოლაში მუშაობის აკრძალვის და 15-საათიანი სრული დატვირთვის შესახებ: თუ ვერ გაერკვნენ დოკუმენტის შინაარსში, გაიარონ კონსულტაციები", - წერს კობახიძე.