გიორგი ვაშაძე - 26 ოქტომბერს უყურებს აბსოლუტურად ყველა

26 ოქტომბერს უყურებს აბსოლუტურად ყველა. დიდი გამარჯვება, დიდი წინსვლა, სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირისკენ თუ ჭაობი და უფრო მეტი პრობლემები საქართველოს - არჩევანი ჩვენ უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

"26 ოქტომბერს უყურებს აბსოლუტურად ყველა.  დიდი გამარჯვება, დიდი წინსვლა, სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირისკენ თუ ჭაობი და უფრო მეტი პრობლემები საქართველოს - ეს არჩევანი უკვე ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ და აქედან, ლიეტუვიდან სრული მხარდაჭერა ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს იმ მშვიდობიან, იმ განგრძობად, იმ სულის შემძვრელ დიდ პროტესტს, რომელიც იყო საქართველოში.

ერთი მხრივ, სანქციების პრობლემა აქვს ივანიშვილსა და მის გარემოცვას, მეორე მხრივ, გზა არის გახსნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ. წინ, დიდი გამარჯვებისკენ!", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩი - მეტი თავისუფლების", "დროას" და "ლელოს" ლიდერები ლიეტუვის პარლამენტში იმყოფებოდნენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და მის წევრებს შეხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები