პაატა მანჯგალაძე - მთავარია, რაც შეიძლება ბევრი გრძელვადიანი მისია ჩამოვიდეს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაბედოს არჩევნების მოპარვა

ინტერვიუ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრთან პაატა მანჯგალაძესთან.

- გუშინ აშშ-ის კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში კიდევ ერთხელ განიხილეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი. როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯებს გადადგამს ჰელსინკის კომისია?

- აშშ საქართველოს ნამდვილი მეგობარი და პარტნიორია. ამერიკის ამოცანაა, რომ საქართველოში დემოკრატიას არ გამოეთხაროს ძირი და ავტოკრატია არ გაფორმდეს. ავტოკრატია იგივე რუსული რეჟიმია, თუ აქ ავტოკრატია იქნება, ეს ნიშნავს რუსეთის მოკავშირეობას. "ქართულ ოცნებას" ასეთი რიტორიკა აქვს, რომ ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესი აქვს. კი, ნამდვილად აქვს ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესი, მაგრამ უნდა დავფიქრდეთ, რომელი სახელმწიფოს ინტერესია საქართველოს ინტერესთან ახლოს. რუსეთის? რომელიც დამოუკიდებელ, ერთიან, თავისუფალ საქართველოს  ებრძვის და არ აღიარებს, თუ ამერიკის, რომლის ინტერესიც არის კავკასიაში ძლიერი საქართველოს არსებობა, რათა რუსული გავლენა არ გავრცელდეს კავკასიაზე. რომელია ჩვენი მოკავშირე? - ასე უნდა დავსვათ კითხვა. კონგრესში განხილვებიც ხომ აქედან მოდის. ამერიკას უნდა თავისუფალი, ძლიერი სახელმწიფო და არა რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანა. როცა დასავლელ პარტნიორებს აცხადებ მტრად და რუსეთს ქვეყანაში თავისუფლად "აპარპაშებ", გამოდის, რომ საქართველოს მტერი ხარ.

- რა როლი აქვს თუნდაც აშშ-ს და სხვა პარტნიორებს საქართველოში არჩევნების დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარებისთვის?

- მთავარია, რაც შეიძლება ბევრი გრძელვადიანი მისია ჩამოვიდეს ქვეყანაში. რატომ? იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაბედოს არჩევნების მოპარვა. გაყალბებისგან აბსოლუტურად ჩვენ ვერ დავიცავთ, რადგან დაშინება იქნება, მოსყიდვა იქნება, მაგრამ აქ მასშტაბს გააჩნია, თუ რა მასშტაბს მიაღწევს ეს ყველაფერი და ხომ არ მივა იქამდე საქმე, რომ არჩევნებმა არსი დაკარგოს. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ რაც შეიძლება ბევრი უცხოელი სადამკვირვებლო მისია ჩამოვიდეს, რომ "ქართული ოცნების" მანიპულაციისა და გაყალბების მასშტაბმა არჩევნებს აზრი არ დააკარგვინოს.

- სანქციების დაწესების შემდეგ "ქართულ ოცნებაში" გაკეთდა განცხადებები, რომ არანაირ სანქციას ადგილი არ აქვს. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზანი?

- "ქართულ ოცნებას" ქართული საზოგადოების შეურაცხმყოფელი კამპანია აქვს დაწყებული. როცა აშშ-მა გამოაცხადა სანქციები, ვიღაცებს მიუვიდათ მეილზე ამის შესახებ, მაგრამ "ქართული ოცნება" დგას, მათ შორის კალაძეც და აცხადებს, რომ სანქციები არ არსებობს. ასევე, ევროკავშირის ელჩი გამოდის და ამბობს, რომ გაიყინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი, "ქართული ოცნება" კი ამ დროს ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნად გავხდითო. ევროკავშირიდან არავინ ხელს არ გართმევს, არ იწონებს შენს პოზიციას და მაინც ამტკიცებენ, რომ თითქოს ევროკავშირში მიჰყავთ ქვეყანა. დღემდე 9 პუნქტიც კი ვერ შეასრულეს, ამის ნაცვლად კი მივიღეთ "რუსული კანონი", რუსული პუნქტიდან ერთ-ერთი საბჭოთა კავშირში დასაბრუნებლად.

- რაც შეეხება ოპოზიციის მოქმედებას. გრძნობთ  თუ არა ვალდებულებას, რომ ამ 9 პუნქტის შესრულებაში თქვენი, ოპოზიციის ჩართულობაა საჭირო?

- ეს კითხვა კარგია, როცა დემოკრატიულ პარლამენტში სვამთ, სადაც პოლიტიკურ არგუმენტსა და დებატებს აზრი აქვს. ეს ხალხი კი დამოუკიდებლად არ იღებს გადაწყვეტილებას. მოვიდა დირექტივა ბიძინა ივანიშვილისგან? როგორც მონებმა, ისე უნდა შეასრულონ. სამი წელი ვიმუშავე მათთან ერთად და ზუსტად ვიცი, არანაირი პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, საშინაო და საგარეო არგუმენტი არ არსებობს ამ ხალხისთვის. ამათთვის მთავარია სკამი და ბიძინა. ბიძინა არის საქართველოზე მეტი.

არ შეიძლება ამ ხალხის ხელისუფლებაში გაჩერება. რაც უფრო დიდხანს გაჩერდებიან, მით უფრო გადაიდება ჩვენი პერსპექტივა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

- რას გეგმავს ოპოზიცია წინასაარჩევნო პერიოდში? მოქალაქეების ნაწილი  ამ დრომდე ალტერნატიულ პარტიას ეძებს. რას სთავაზობთ თქვენ თქვენს ამომრჩეველს, როგორ აპირებთ  "ქართულ ოცნებას" ხმები წაართვათ?

- ჩვენ ახლა გვაქვს არჩევანი - რუსულ ჭაობში წავა ქვეყანა, დაუბრუნდება უკანონობისა და ქაოსის წარსულს, საიდანაც ძლივს გამოვაღწიეთ, თუ გააგრძელებს გზას განვითარებისა და ევროპისკენ. ასეთი შავ-თეთრი არჩევანია. ამ დროს კი ყველა უნდა დავდგეთ ერთად. რა თქმა უნდა, ერთიანი ოპოზიცია ნიშნავს ევროპას, განვითარებას, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დატოვება კი ნიშნავს რუსულ ჭაობს. სადაც ევროპა და აშშ არ არის, იქ არის რუსეთი.

ჩვენ ერთიან სიას ვუჭერთ მხარს, მაგრამ სამწუხაროდ, არსებობენ ოპოზიციაში პარტიები და ლიდერები, რომლებიც ერთიანობაზე უფრო დიდ მნიშვნელობას თავიანთ ლოგოსა და ნომერს ანიჭებენ.

თინათინ ლობჯანიძე

Front News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები