ზელენსკი - უკრაინას სჭირდება აუცილებელი საშუალებები რუსული სამხედრო ავიაციის გასანადგურებლად

უკრაინას სჭირდება საშუალებები რუსული ბომბების მატარებლებისთვის, რომლითაც ოკუპანტები თავს ესხმიან უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ივნისის დასაწყისიდან რუსეთის არმიამ 2400-ზე მეტი მართვადი ბომბი ჩამოაგდო უკრაინის ტერიტორიაზე, მათგან დაახლოებით 700 ხარკოვის რეგიონზე.

ხარკოვზე რუსეთის დღევანდელ თავდასხმაზე საპასუხოდ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა მაქსიმალურად მუშაობს იმისთვის, რომ მოიპოვოს შესაძლებლობა სრულად უპასუხოს ტერორს, რომელსაც ყველა უკრაინელი განიცდის.

"უკრაინას ესაჭიროება აუცილებელი ძალები და საშუალებები ამ ბომბების მატარებლების, კერძოდ, რუსული სამხედრო თვითმფრინავების გასანადგურებლად, სადაც არიან ისინი. ეს ნაბიჯი აუცილებელია. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ამერიკის, გადაწყვეტილების გამო, რომელიც დაგვეხმარა ხარკოვის რეგიონის სასაზღვრო ზონაში სიტუაციის სტაბილიზაციაში - გვაქვს შესაძლებლობა საზღვართან ახლოს გავანადგუროთ რუსული სარაკეტო დანადგარები და რუსი ოკუპანტების კონცენტრაცია. ასეთი გადაწყვეტილებები უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მნიშვნელოვნად შემცირდა ხარკოვსა და ხარკოვის რეგიონზე თავდასხმების რაოდენობა, რაც აჩვენებს უკრაინის ქალაქებისა და თემების რუსული ბომბებისგან დაცვის უზრუნველყოფის რეალობას.

"აქედან გამომდინარე, თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინისთვის - Patriot და ჩვენი მფრინავების მომზადების დაჩქარება F-16-ისთვის და რაც მთავარია, ჩვენი იარაღის საკმარისი დიაპაზონი - ეს არის ის, რაც ნამდვილად აუცილებელია სიცოცხლის დასაცავად და მხოლოდ ამ მიზნით", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსების მიერ ხარკოვზე ოთხი მართვადი ბომბის დარტყმის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 50 ადამიანს გადააჭარბა. დაშავებულებს შორის არიან ბავშვები.

"ამ დროისთვის დაზარალებულთა რაოდენობა 52 ადამიანამდე გაიზარდა, მათ შორის 23 მამაკაცი, 26 ქალი და სამი გოგონა 12, 13 და 17 წლის“, - აცხადებენ ხარკოვის საოლქო პროკურატურაში.

ასევე ცნობილია, რომ რუსული დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები