"ჩვენი გადაწყვეტილება იყო ყველას მიმართ გზავნილი, რომ დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ"

იმერეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წელს უჩვეულოდ დაიხურა.

ფესტივალის "თეატრალური იმერეთი 2021" ფარგლებში პროფესიულმა ჟიურიმ  სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაასახელა, თუმცა ფესტივალი წელს პირველად, გრან პრისა და საუკეთესო რეჟისორის გამოვლენის გარეშე დასრულდა.

გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი Front News -სთან ინტერვიუში მხატვრულ ხარისხს ასახელებს, რომლითაც წლევანდელი ფესტივალი, მისი განმარტებით, არ იყო გამორჩეული. აღნიშნულს თეატრმცოდნე პანდემიის პერიოდს უკავშირებს, როდესაც თეატრებს მუშაობა თითქმის, ერთი წლის მანძილზე, შეჩერებული ჰქონდათ. 

"პირველ რიგში, ჟიური ყოველთვის აკეთებს აქცენტს მხატვრულ ხარისხზე. წლევანდელი ფესტივალი, ამ მხრივ, არ იყო გამორჩეული, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ეს არის პოსტპანდემიური პერიოდი, როდესაც ერთი წელი ისვენებდნენ თეატრები (იძულებით რასაკვირველია), ისევე როგორც მთელ მსოფლიოში და შემდგომ, სცენაზე ხელახლა დაბრუნება და ფორმაში ყოფნა, გაუჭირდა ძალიან ბევრ პროფესიულ თეატრს და რა გასაკვირია, რომ სახალხო თეატრებში, რომლებიც ფაქტობრივად, სტაბილურად არ ფუნქციონირებენ, ეს პრობლემა აქაც გამოვლენილიყო. ეს ეტყობოდა, ფაქტობრივად, ყველა სპექტაკლს. ამიტომ, მხატვრული ხარისხის თავალსაზრისით ყველა კომპონენტი რომ ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე, დაწყებული სცენური ინტერპრეტაციით, ორიგინალური ხედვით, ორიგინალური შესრულებით და სხვა კომპონენტებით დამთავრებული, ასეთი წარმოდგენა წელს არ ყოფილა.

გარდა ამისა, ჩვენ გვინდოდა ერთგვარი გზავნილი გაგვეკეთებინა ამ თეატრებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ამ ფესტივალში, რომ მათ აუმაღლდეთ მოტივაცია, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ ფესტივალს და ეს არ იყოს ორ კვირაში დადგმული სპექტაკლი იმისთვის, რომ მხოლოდ ფესტივალში მიიღოს ამ თუ იმ თეატრმა მონაწილეობა", - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი. 

თეატრმცოდნე Front News -თან თეატრის განვითარებაში ადგილობრივი თვითმმართველობის როლზეც საუბრობს. მისი განმარტებით, სტაბილურად მომუშავე თეატრების უკან სწორედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დგას, ამიტომ აღნიშნული გადაწყვეტილება მათთვისაც ერთგვარი გზავნილი იყო: უფრო მეტად იზრუნონ თავიანთ მუნიციპალიტეტებში სათეატრო ხელოვნებისა და კულტურის განვითარებაზე. 

"ვანი, საჩხერე, ხარაგაული - ამ სამი თეატრის შემოქმედებაში წლიდან წლამდე იგრძნობა სტაბილურობა. იგრძნობა მუდმივ ფორმაში ყოფნა, მუდმივი სიახლის ძიება, განვითარება და თანმიმდევრულობა. მაგალითად, სამტრედიის თეატრი ბოლო პერიოდში არის მუდმივად ერთ დონეზე, თითქოს არაფერი იცვლება. იცვლება მხოლოდ პიესის სახელწოდება და მეტი არაფერი. მაგალითად, ხონში წელს გამოჩნდა ძალიან საინტერესო ახალგაზრდა თაობა, დებიუტანტები, რაც აღინიშნა კიდევ ფესტივალზე. იმედი მაქვს, რომ ისინი დარჩებიან ამ თეატრში და გააგრძელებენ მუშაობას. 

ცალსახად, უნდა აღინიშნოს, რომ  თეატრები, რომლებიც სტაბილურად მუშაობენ, ამის უკან დგას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, რომელიც აფინანსებს ამ თეატრს და აკისრებს კონკრეტულ თეატრებს გარკვეულ ვალდებულებებს, რასაც ეს თეატრები პირნათლად ასრულებენ მათი რესურსის ფარგლებში. ანუ, სახალხო თეატრები მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაშია და მუნიციპალიტეტი აფინანსებს მათ. კონკრეტულ მუნიციპალიტეტში რომ სათეატრო ხელოვნება და კულტურა განვითარდეს, მაყურებელი მივიდეს თეატრში, ეს არის მუნიციპალიტეტების მთავარი ამოცანა. ზოგი მუნიციპალიტეტი ამას ასრულებს ძალიან კარგად, ზოგი, სამწუხაროდ, არ თვლის, რომ ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომ, ჩვენი გადაწყვეტილება იყო ყველას მიმართ გზავნილი, რომ დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ. არ გეგონოთ, რომ თვითონ ჟიურიც არ ფიქრობს ამის თაობაზე, ამ გადაწყვეტილებაზე, ჩვენც ვფიქრობთ და ვაანალიზებთ", - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი. 

"თეატრალური იმერეთი" უკვე მეთორმეტე წელია, იმართება. მას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. 

17 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, მაყურებელს საშუალება ჰქონდა მისთვის სასურველ წარმოდგენას დასწრებოდა. წელს ფესტივალი COVID-ის გავრცელების რისკის შესამცირებლად ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები