უკრაინის უმაღლესმა რადამ ახალ შს მინისტრად დენის მონასტირსკი დაამტკიცა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად უმაღლესმა რადამ დენის მონასტირსკი დაამტკიცა. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 271 დეპუტატმა დაუჭირა.

იქამდე მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ის რადას დეპუტატი 2019 წელს გახდა.

სიტყვით გამოსვლისას მონასტირსკიმ პირობა დადო, რომ ის პასუხისგებაში მისცემს იმ სამართალდამცველებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ. ასევე ხელს შეუწყობს დონბასის გათავისუფლებასა და ყირიმის დაბრუნებას, თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბთან თანამშრომლობით.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური გუშინ გახდა, მას შემდეგ, რაც არსენ ავაკოვის გადაყენების საკითხს რადამ მხარი დაუჭირა. ოფიციალური ცნობით, არსენ ავაკოვმა გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერა. უკრაინის შს მინისტრის მოადგილე თქმით კი, ავაკოვს თანამდებობიდან წასვლა პრეზიდენტმა ზელენსკიმ შესთავაზა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები