თამარ კორძაია - საქართველოს ჰყავს ყველაზე უკულტურო კულტურის მინისტრი

"საქართველოს ჰყავს ყველაზე უკულტურო კულტურის მინისტრი"- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ თეა წულუკიანის გუშინდელი ქმედების კომენტირებისას განაცხადა.

კორძაიას შეფასებით, კულტურის მინისტრმა ძალადობა კიდევ ერთხელ წაახალისა. 

"საქართველოს ჰყავს ყველაზე უკულტურო კულტურის მინისტრი, რაც კი შეიძლება არსებობდეს დედამიწაზე. მისი ქმედებების შეფასება უბრალოდ შეუძლებელია, როდესაც ეს ამას კადრულობს. უფრო მეტიც, მიკროფონიც კი არ დაუბრუნდა შემდგომ ჟურნალისტს. ეს არის წახალისება, ტრენდი უკვე "ქართული ოცნებისა", იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ: მმართველი ძალა პარლამენტში ძალადობს ქალებზე, ქუჩაში - ჟურნალისტებზე და ახალისებს ძალადობას", - განაცხადა კორძაიამ. 

"ქართუს" ღონისძიებზე ჩასულმა კულტურის მინსიტრმა "მთავარი არხის" ჟურნალისტ ემა გოგოხიას მირკოფონი წაართვა. წულუკიანის განცხადებით, მიკროფონს მაშინ დააბრუნებს, როცა "ესენი სამ ოქტომბერს დილით სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები