ნინო დოლიძე - პირველივე შეხვედრაზე გვითხრეს, მათი მთავარი ამოცანა იყო, დაემტკიცებინათ, რომ 2020 წლის არჩევნები კარგად ჩატარდა

"სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნა თავიდანვე დაგვიანებული იყო და არჩევნებთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხი უნდა გაცემულიყო მაშინ, როცა ლეგიტიმური კითხვები არსებობდა.

"საგამოძიებო კომისიის შექმნა იმ თავითვე იყო დაგვიანებული, იმიტომ რომ ის შეკითხვები, რომლებიც არსებობდა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პასუხი ამ შეკითხვებზე უნდა გაჩენილიყო მაშინ, როცა არსებობდა ლეგიტიმური კითხვები. ასევე, შეფასებაშიც, ცხადია, ვერ დავეთანხმებით. როდესაც კომისიამ მიგვიწვია ჩვენ, მათ პირველივე შეხვედრაზე გვითხრეს, რომ მათი მთავარი ამოცანა იყო, დაემტკიცებინათ, რომ 2020 წლის არჩევნები კარგად ჩატარდა და არ ყოფილა პრობლემები. შესაბამისად, როგორც მიზანი იყო, მათი პასუხიც, რა თქმა უნდა, ასეთივე დადეს და მათი მიზანი არ ყოფილა, რომ გამოეძიებინათ და ობიექტური დასკვნები დაეწერათ", - განაცხადა ნინო დოლიძემ. 

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე პარლამენტმა დადგენილება გუშინ, 26 ივლისს მიიღო. დასკვნაში ნათქვამია, რომ არჩევნები კონკურენტული იყო და ძირითადი თავისუფლების პრინციპის დასკვნით ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები