დიეგო კოლასი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიას ჰქონდეს სათანადოდ მუშაობის შესაძლებლობა

მხარს ვუჭერთ საქართველოს სვლას დასავლეთისკენ, რომ ის გახდეს დემოკრატიული, დასავლური ევროპული ქვეყანა და მედიის თავისუფლება ამ პროცესის მნიშვნელოვანი ასპექტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვიყავით, როდესაც ვიხილეთ ძალადობა 5 ივლის, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, გამოძიებული იყოს ყველა დანაშაული და იყოს შედეგები.

"მედიის თავისუფლება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ასპექტი დემოკრატიულ საქართველოში. ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს საქართველოს სვლას დასავლეთისკენ, რომ ის გახდეს დემოკრატიული, დასავლური ევროპული ქვეყანა და მედიის თავისუფლება ამ პროცესის მნიშვნელოვანი ასპექტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვიყავით, როდესაც ვიხილეთ ძალადობა 5 ივლისს. შინაგან საქმეთა მინისტრი გვეუბნება, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიას ჰქონდეს სათანადოდ მუშაობის შესაძლებლობა. ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ მედიის მხარდაჭერით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებული იყოს ყველა ჩადენილი დანაშაული და დადგეს შედეგები“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები