გია ხუხაშვილი - ეს არის ყოვლისმომცველი შიში ძალაუფლების დაკარგვის და შესაბამისი არაადეკვატური, აფექტური მოქმედებები

"ძალაუფლების დაკარგვის ყოვლისმომცველი შიში და შესაბამისი არაადეკვატური, აფექტური მოქმედებები" - ასე აფასებს Front News -სთან ექსპერტი გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების გაუქმებულად და ანულირებულად გამოცხადებას.

ხუხაშვილის თქმით, ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, პოლიტიკურ ანალიზს აღარ ექვემდებარება.

"შესაფასებელი აქ აღარაფერი აღარ არის. გასულები ვართ მომსახურების ზონიდან მთელი ქვეყანა, აბსურდამდეა ყველაფერი დასული. რაც ხდება დღეს ქვეყანაში, პოლიტიკურ ანალიზს უკვე აღარ ექვემდებარება. ეს არის ყოვლისმომცველი შიში ძალაუფლების დაკარგვის და შესაბამისი არაადეკვატური, აფექტური მოქმედებები, რასაც ვუყურებთ ხელისუფლების შესრულებით", - აცხადებს ხუხაშვილი.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ "ოცნების" ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვება. 

"ამხელა ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჩამოვიდა, მისი გარანტიით დოკუმენტს მოეწერა ხელი და ხელისუფლება ამბობს, რომ მე ამას არ შევასრულებ. თქვენ როგორ გგონიათ, ადამიანი, რომელიც ორჯერ ჩამოვიდა, რომელიც თავს იწონებს, რომ საქართველოში კრიზისი მოაგვარა, რა ჭკუაზე დადგება ამის შემდეგ და რას მოიმოქმედებს?"- აღნიშნავს ხუხაშვილი.

ექსპერტი Front News -სთან ინტერვიუში ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ მმართველი პარტია მზად არის, რიგგარეშე არჩევნები 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დანიშნოს, აღნიშნავს, რომ "ეს არის უბრალოდ წყალი და ლაილაი". 

"ეს არაფერია, ეს არის წყალი, უბრალოდ, რაღაც ლაილაი, მეტი არაფერი. ამაზე კომენტარსაც კი არ გავაკეთებ", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

კითხვას, შექმნილ სიტუაციაში რა უნდა მოიმოქმედოს ოპოზიციამ, ექსპერტი ასე პასუხობს: 

"მე ვფიქრობ, სტერილიზაცია ხელისუფლების. მივცეთ ახლა ხელისუფლებას ნება, დანიშნოს ახლა ცეკას მდივნები, ქალაქკომის, რაიკომის მდივნები, კოლმეურნეობის თავმჯდომარეები და როცა ვიტყვით "გაუმარჯოს საქართველოს", უნდა ვიგულისხმოთ პარტია, როცა ვიტყვით პარტიას, უნდა ვიგულისხმოთ ბიძინა. ეს არის, ახლა ეს ლოზუნგები გვჭირდება. 

ჩვენ სახელმწიფოებრივი ნგრევის პროცესში ვართ ახლა. აქ სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ უკვე, რომელსაც ჰყავს ხელისუფლება, რომლის ავტორიტეტი და რეპუტაცია არის ნულის ტოლი. ხელისუფალს, რომელსაც შეუძლია საერთაშორისო დონეზე შეპირდეს და მერე აღარ გააკეთოს, იქ ხელისუფალზე აღარ არის უკვე ლაპარაკი, ეს სახელმწიფოს აზიანებს, ეს არის ჩვენი პრობლემა".

მსგავსი სიახლეები