ირაკლი ქარქაშაძე - აჭარა ჯგუფი ქუთაისში შემოდის

აჭარა ჯგუფი განაგრძობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას და ქუთაისის ყოფილ საგრენაჟო ქარხანაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი მრავალფუნქციური სივრცის განვითარებას იწყებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "აჭარა ჯგუფის" ყოფილი თანამშრომელი ირაკლი ქარქაშაძე წერს.

"ეს პროექტი ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა როგორც აჭარა ჯგუფის ყოფილი თანამშრომლისთვის, სადაც ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და საინტერესო წლები გავატარე და ახლა როგორც ქუთაისის მერის მოადგილეს რომ შევძელი აღნიშნული კომპანიის დაინტერესება ჩემი მშობლიური ქალაქით.

პროექტი ახალ სამუშაო ადგილებს და რეგიონში მასპინძლობის ინდუსტრიაში ახალ გამოცდილებას და თავგადასავალს შექმნის.

ისეთი ინვესტორის ქალაქში შემოსვლა,  როგორიც აჭარა ჯგუფია, დარწმუნებული ვარ იქნება საუკეთესო  მაგალითი, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის, რაც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქალაქს.  

წარმატებებს ვუსურვებ აჭარა ჯგუფს და მის საოცარ გუნდს",- წერს ქარქაშაძე.