ეკა ბესელია - თუ ამაზე ჩვენი ამომრჩევლები, ჩვენი მოქალაქეები თვალს დახუჭავენ, ყველაფრის ღირსი ვიქნებით

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია "ქართული ოცნების" დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამაზე საზოგადოებამ თვალები არ უნდა დახუჭოს და საკადრისი პასუხი გასცეს. 

"ეს არის მანიაკალურად შეპყრობილი ძალაუფლების წყურვილით დაჯგუფება, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან. თუ ამაზე ჩვენი ამომრჩევლები, ჩვენი მოქალაქეები თვალს დახუჭავენ და ამას ჩვენ ვპატიოთ, მაშინ, რა თქმა უნდა, ყველაფრის ღირსი ვიქნებით. ამიტომ, პასუხი ამაზე უნდა იყოს ის, რომ ასეთ ხელისუფალს ხმას რომ მისცემ, ეს არის ბოროტება და სირცხვილი. 

მე ვურჩევ ოპოზიციას, იმ პარლამენტში რაღა ესაქმებათ, სადაც პრაქტიკულად პოლიტიკური პროცესი მოკვდა. არჩევნებია წინ და უნდა მოემზადოს ყველა არჩევნებისთვის", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის ხელშეკრულება ანულირებულად გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები