სამოქალაქო საზოგადოება გელათთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის გასაჯაროვებას ითხოვს

გელათი ისევ ნადგურდება. უნიკალური მხატვრობის ფრაგმენტები, ამჯერად, ტაძრის ძირითად ნაწილში ჩამოიშალა. საუბარია წმ. მარინეს ეკვდერის ფრესკაზე, რომლის მთლიანობაც დღეს დაზიანდა. 

სამოქალაქო საზოგადოება საერთაშორისო ექსპერტების იმ დასკვნის გასაჯაროვებას ითხოვს, რომელიც იტალიელ რესტავრატორებს ხელისუფლებისთვის ივლისის დასაწყისში უნდა გამოეგზავნათ.

"გამოსწორება არის დროულად დასაწყები. ჩვენ ველოდით დასკვნას ივლისის თვის დასაწყისში, თუმცა ამ დასკვნას, სამწუხაროდ, არ ასაჯაროვებს ხელისუფლება და კიდევ იმ პოზიციაში არიან, რომ მიჩქმალვა, დამალვა გელათში შექმნილი სიტუაციისა გრძელდება. სამწუხარო მდგომარეობაა შექმნილი გელათში. 

იმ ფონზე, როდესაც პრაქტიკულად შეუქცევადი ჩამოშლის პროცესი გრძელდება, მინისტრი წულუკიანი უბრალოდ წარმოუდგენელი კამპანიითაა დაკავებული. მას ერთი წუთიც არ უნდა ჰქონდეს, ალბათ, სხვა საქმისთვის, მათ შორის, სისტემაში არსებული სხვა პრობლემებისთვის, როდესაც გელათში ეს მდგომარეობაა შექმნილი", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარე თორნიკე ბარათაშვილი.

მსგავსი სიახლეები