უკრაინაში ეროვნული წინააღმდეგობის სისტემა იქმნება

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ „ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლებისა“ და „უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის“ შესახებ კანონს მოაწერა ხელი.

ზელენსკის განცხადებით, "ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლების შესახებ“ კანონის ძირითადი მიზნები ტერიტორიული თავდაცვის განვითარება და ეროვნული წინააღმდეგობისთვის მოსახლეობის მომზადების სისტემის დანერგვაა. 

"ეს კანონები პირდაპირ კავშირშია სპეცოპერაციის ძალებთან, რომლებიც იღებენ ბერკეტს წინააღმდეგობის მოძრაობის განვითარებისათვის, შეძლებენ შეავსონ თავიანთი რიგები ახალი სპეციალისტებით და კიდევ უფრო გააძლიერონ თავიანთი წვლილი ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობაში. მოხარული ვარ, რომ ხელი მოვაწერე ამ ორ მნიშვნელოვან კანონს ჩვენთვის, უკრაინისთვის, ჩვენი გმირი არმიისთვის, ამ მნიშვნელოვან დღეს",- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დოკუმენტი შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინის მთელი მოსახლეობა ჩართოს ქვეყნის დაცვის საქმეში.

"უკრაინაში ეროვნული წინააღმდეგობის სისტემის შექმნა არის ძლიერი სიგნალი ყველასთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაიცავს თავს, არ დაუშვებს 2014 წლის მოვლენებს და რომ უკრაინის დაცვა ჩვენთვის არის ეროვნული საქმე", - აღნიშნა ზელენსკიმ.

კანონი „შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის შესახებ“ კი, უკრაინის არმიის 250 000-დან 261 000 ჯარისკაცამდე გაზრდას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები