"პატრიოტთა ალიანსი" ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართავს

"პატრიოტთა ალიანსი" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართავს, "დაძაბულობის განსამუხტავად" დიალოგი აღდგეს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი Facebook-გვერდზე წერილს რუსულ ენაზეც ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ დღევანელი ქართული პოლიტიკა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" თეატრს დაემსგავსა, რომლის რეჟისორიც აშშ-ია. 

"ვფიქრობ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსაც კი ესმით, რომ ბიძინა ივანიშვილი და ზოგადად, "ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ნებას დიდიხანია არაფრად აგდებს. ვფიქრობ, ასევე, ყველას ესმის, რომ დღევანდელი ქართული პოლიტიკა ორი მსახიობის თეატრს დაემსგავსა და ეს მსახიობები არიან "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". ისინი ერთმანეთს უსასრულოდ ურიგდებიან, ერთმანეთს უსასრულოდ ატყუებენ, ქვეყანას ანგრევენ და ჩვენს სახელმწიფოებრიობას ნელ-ნელა ანადგურებენ. და ვფიქრობ, დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ამ თეატრის რეჟისორი სწორედაც რომ ამერიკის შეერთებული შტატებია!"- წერს ინაშვილი. 

ინაშვილი შეშფოთებულია საქართველოში ნატოს წვრთნებით და ელოდება, რომ რუსეთი "საქართველოში ნატოს წვრთნების საპასუხოდ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს მიიღებს".

"ვფიქრობ, ასევე, ყველასათვის ნათელია, რომ საქართველოში ნატოს უსასრულო წვრთნები რუსეთის გამოწვევაა და სხვა არაფერი. ეს რომ გამოწვევაა, ამას ღიად აცხადებენ რუსეთის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები და ეს განცხადებები კვლავ მოვისმინეთ გასული კვირის განმავლობაში. კერძოდ, სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა, ალექსანდრე დვორნიკოვმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნატოს სამხედრო-საზღვარო ძალების უწყვეტი წვრთნები მუდმივი კონტროლის ქვეშაა და რომ არამეგობარი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების მხრიდან ყველა პროვოკაციულ მცდელობას გაეცემა მკაცრი პასუხი. 

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ნატო თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით უკვე შეხებაშია რუსეთის საზღვრებთან და ეს ავალდებულებს რუსეთს, მიიღოს უსაფრთხოების ზომები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა, რომ მოსკოვი აკვირდება ნატოს წვრთნებს საქართველოში და საკუთარი ინტერესების უზრუნველსაყოფად მიიღებს სამხედრო-ტექნიკურ და სხვა აუცილებელ ზომებს. ანალოგიური განცხადებები გაკეთდა სოხუმსა და ცხინვალში.

ამგვარად, რუსეთი ღიად აცხადებს, რომ საქართველოში ნატოს წვრთნების საპასუხოდ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს მიიღებს. ეს კი, სავარაუდოდ ნიშნავს, რომ უშუალოდ ჩვენს სიახლოვეს განათავსებს ახალ სარაკეტო დანადგარებს, ახალ თვითმფრინავებს, დამატებით სამხედრო ტექნიკასა და საჯარისო ნაწილებს და ყოველივე ამისი მიზეზი ორი მსახიობის თეატრია: "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" თეატრი!"- წერს ინაშვილი.

ინაშვილი მოსკოვში ვიზიტებსაც იხსენებს და აცხადებს, რომ რუს დეპუტატებთან შეხვედრებმა "ომსაც კი გადაგვარჩინა". ის პუტინს სთხოვს, განმუხტოს დაძაბულობა. 

"რამდენიმე დღის წინ, სრულიად უპასუხისმგებლო ადამიანი და არჩევნების გამყალბებელი ირაკლი კობახიძე გვარწმუნებდა, რომ პასუხისმგებლობითაა აღვსილი, რაც ტყუილია! სწორედ უპასუხისმგებლო "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შექმნილი დაძაბულობის ჩასაქრობად, მე და ჩემი მეგობრები ვხვდებოდით რუს დეპუტატებსა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს. შესაძლოა, ვინმეს ეს დაუჯერებლად მოეჩვენოს, მაგრამ ამ შეხვედრებმა არაერთხელ განმუხტა დაძაბული ვითარება და მე არ ვიცი, შესაძლოა, ომსაც კი გადაგვარჩინა.
"ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს შეხვედრები და ეს დიალოგი გაჩერებულიყო და გაყინულიყო. დღეს, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, განსხვავებით გამყალბებელი კობახიძისგან, ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, განსხვავებით ერთმანეთთან შერწყმული "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობისაგან", საჯაროდ მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტს, რათა კვლავ განიმუხტოს დაძაბულობა, აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე, განახლდეს კულტურულ-სოციალური ურთიერთობა და რაც მნიშვნელოვანია, ორმხრივად გაიხსნას საინფორმაციო სივრცე, რათა ბოლოს და ბოლოს გამოვნახოთ საერთო ენა!"- წერს ინაშვილი. 

წერილს ხელს აწერენ ირმა ინაშვილი, ადა მარშანია, ნანა დევდარიანი, გიორგი ლომია, გოჩა თევდორაძე, მარინა მოლოდინი, ვაჟა ოთარაშვილი, ვალერი კვარაცხელია, ლევან თედიაშვილი, გურამ ნიკოლაიშვილი, გიორგი შერვაშიძე, გიორგი ნუკურიძე, ლევან კენჭაძე, დავით სოხაძე, გელა ხუციშვილი, ემზარ ჩოჩუა, ავთანდილ პილიევი, ოთარ ფაცაცია, ნუგზარ შამუგია, ბონდო ჯიქია, სამველ პეტროსიანი, ირაკლი ცილიკიშვილი, ოთარ ჭითანავა, თამაზ დაუშვილი, მალხაზ თოფურია, ჯუმბერ ტაკიძე, თემურ დოლიშვილი, გურამ აბაშიძე, დავით ინჯა, შოთა აბაშიძე, გიორგი ჭინჭარაული, სერგო სურმანიძე, ჯემალ გვარიშვილი, როსტომ გუნთაიშვილი, ამირამ ტაკიძე, იასონ გელაძე, ცისანა ანთაძე, ირაკლი ჯაში, ზურაბ ქველაძე, ჰამლეტ ჭიპაშვილი, გრიგოლ ჯოჯუა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები