საქართველოსა და უკრაინის საზღვაო დანაყოფების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, უკრაინელ კოლეგებთან ერთად, შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს.

სწავლებაში საქართველოს სანაპირო დაცვის "აილენდის" კლასის ხომალდი "ოჩამჩირე" (P23) და ხომალდი "სოხუმი" (P24) მონაწილეობდა. წვრთნებში უკრაინის მხრიდან შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი საპატრულო კატარღა "სლავიანსკი" (P190) ჩაერთო.

შსს-ს ინფორმაციით, წვრთნების მიმდინარეობისას, საქართველოსა და უკრაინის საზღვაო დანაყოფებმა დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა სასწავლო ელემენტი: ერთობლივი საზღვაო მანევრები, საწვავის გადაცემის იმიტირება გემიდან გემზე, "ადამიანი ბორტს მიღმა", ხომალდის ბუქსირება.

ერთობლივი წვრთნები ნატოს სტანდარტებისა და პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები