ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ქართველი მძიმეწონოსანი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ატაცის ვარჯიშის შემდეგ პირველ ადგილზეა.

ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ, მეორეზე 215 კგ, მესამეზე კი 223 კგ ასწია.

აღსანიშნავია, რომ ატაცში 223 კილოგრამის აწევით ტალახაძემ +109 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდები დაამყარა.

წინ არის შეჯიბრი აკვრაში, რის შედეგადაც +109 კგ წონით კატეგორიაში ორჭიდში დაფიქსირებული შედეგების საფუძველზე მედალოსნების ვინაობა გაირკვევა.