იოსებ არჩვაძე - საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ობიექტურად მიანიშნებს საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე

"საქართველოს ეკონომიკის დაჩქარებული განვითარება და უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პარამეტრებით პანდემიანდელი დონის არა თუ მიღწევა, არამედ გადაჭარბება ადეკვატურად აისახება ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტობის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგებში. კერძოდ, მსოფლიოში ერთერთმა უმსხვილესმა და ავტორიტეტულმა  სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა, რომლიც მსოფლიო სარეიტინგო კომპანიების „დიდი სამეულის“ წევრია (Fitch Ratings, S&P, Moody'S) კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა. ამასთან, საქართველოს პოზიციები მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებში აღემატება „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს,“ - ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ „Fitch“- ის მიერ დღეს გამოქვეყნებული საქართველოს სუვერენული რეიტინგი. 

იოსებ არჩვაძის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ არა მარტო მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით, არამედ ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგით საქართველომ დაძლია უკუსვლა და  დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს. 

"შესაბამისად, Fitch Ratings-ის მიერ განხორციელებული სარეიტინგო შეფასება იძლევა მზარდი ოპტიმიზმის საფუძველს. აღნიშნული რეიტინგი ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს პოტენციალი, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა და განვითარების დასახული გეგმების რეალიზაციის პირობებში, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს ადგილი ეკონომიკური განვითარების რეიტინგის მიხედვითაც“, - აღნიშნა ექსპერტმა. 

ამასთან, როგორც იოსებ არჩვაძემ განაცხადა, სარეიტინგო კომპანიის შეფასება არ არის კონიუნქტურული ან მაამებლური, რადგან „Fitch“  დასკვნებს აკეთებს ქვეყნის ეკონომიკასა და მის ფინანსურ სისტემაზე სისტემური დაკვირვების საფუძველზე. მისი თქმით, თავისი შეფასებით  იგი გამოხატავს სანდოობას: ა) საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევისადმი მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და  ფისკალური მდგრადობის უზრუნველსაყოფად;  ბ) იმ კონკრეტული ღონისძიებებისადმი, რასაც ხორციელდება პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევისა და ეკონომიკის გასაჯანსაღებლად; გ) იმ პოზიტიური შედეგებისადმი, რაც ბოლო თვეებში შეინიშნება ეკონომიკური ზრდის, ექსპორტის გააქტიურების, საგადასახდელო ბალანსის მიმიდინარე ანგარიშის დეფიციტის, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის და სახელმწიფო ვალის შემცირების, ეროვნული ვალუტის გამყარების, ტურისტული ინდუსტრიის გააქტიურების სახით.

"საქართველოს მიზანია, როგორც ეს გაცხადდა ამ ორიოდე დღის წინ ფინანსთა სამინისტროს უახლესი ათწლიანი პერიოდის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე, 2025 წლისთვის საინვესტიციო რეიტინგის,  რომლამდეც  დარჩენილია 2 საფეხური, მიღების მიზანი, რაც გულისხმობს გაზრდილ ინვესტიციებს და ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალ შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნისთვის. „Fitch“-ის შეფასებას აქვს კიდევ ერთი არაფორმალური, თუმცა მნიშვნელოვანი ასპექტი: ზემოხსენებული მსოფლიო სარეიტინგო კომპანიების „დიდი სამეული“, მართალია, არაერთდროულად ახდენენ ამა თუ იმ ქვეყნის რეიტინგის შეფასებას და პერსპექტივების განსაზღვრას, თუმცა მათი მრავალწლიანი თანაარსებობის პრაქტიკა ადასტურებს, რომ მათი შეფასებების დინამიკა და ტრაექტორია, როგორც წესი, არასდროს მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. ამრიგად, მაღალი ალბათობით, ჩვენ უახლოეს მომავალში ასევე უნდა ველოდოთ S&P-სა და  Moody'S-სგან საქართველოს ამჟამინდელი და მომავალზე გათვლილი რეიტინგების საკმაოდ ოპტიმისტურ შეფასებას,“ - განაცხადა ექსპერტმა. 

„ხაზი უნდა გავუსვა, რომ  საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება არ მომხდარა კონიუნქტურის თუ ავტორიტეტული სააგენტოს საქართველოს ხელისუფლებისადმი სუბიექტური კეთილგანწყობის საფუძველზე - იგი მხოლოდ ობიექტურად მიანიშნებს საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და სარეიტინგო სამსახურების მიერ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის მაღალი შეფასებისა და ძლიერი მხარდაჭერის ერთადერთი პირობა და საფუძველია,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.

მსგავსი სიახლეები