ოთარ ანგურიძე - Fitch-ისა და მსგავსი სარეიტინგო ორგანიზაციების სარეიტინგო მაჩვენებლები ხელს უწყობს ქვეყნის კარგად წარმოჩენას საერთაშორისო მასშტაბით

"Fitch”-ის მორიგი შეფასებით საქართველოს სუვერენული რეიტინგი შენარჩუნდა BB დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა. პერიოდულად ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები უმჯობესდება და უბრუნდება 2019 წლის მდგომარეობას, ხოლო ნაწილი მაჩვენებლებისა, 2019 წლის მაჩვენებლებსაც კი უსწრებს. ეხლა უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებას და Fitch -ის რეიტინგიც ამის დასტურია. აღნიშნული ფაქტი მიანიშნებს, რომ Fitch-ის მხრიდან მიზნობრივად ხორციელდებოდა მონიტორინგი საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული პოსტპანდემიური ეკონომიკური პოლიტიკის, რაზეც მიეცა დადებითი შეფასება და აისახა შესაბამის რეიტინგშიც,“ - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ. 

მისი თქმით, ანგარიშით ირკვევა, რომ გაუმჯობესების მთავარი მიზეზი არის მოსალოდნელზე სწრაფი ეკონომიკის აღდგენა, რისი საფუძველიც სწორი მაკროპოლიტიკა გახდა.

"აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველი ექვსი თვის ეკონომიკურმა ზრდამ 12.7% შეადგინა. რასაც მნიშვნელოვან წილად ხელი შეუწყო ტურიზმის აღდგენამ, ექსპორტი მაჩვენებლების მნიშნელოვან გაუმჯობესებამ და ფულადი ნაკადების ზრდამ. რაც შესაბამისად, Fitch-მაც გაითვალისწინა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნაცვლად 3.5%-ისა განსაზღვრა 7.8%-ით. რა კომპონენტშიც მაჩვენებლები გაუმჯობესდება არამხოლოდ 2020 წელთან მიმართებაში, არამედ 2019 წელთანაც. 2022-2023 წლებში სარეიტინგო კომპანია საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს პროგნოზირებს 5.4%-ს. Fitch-ისა და მსგავსი სარეიტინგო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული სარეიტინგო მაჩვენებლები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის კარგ წარმოჩენას საერთაშორისო მასშტაბით და ქმნის ქვეყნის პოზიტიურ იმიჯს საერთაშორისო ინვესტორების თვალში,“ - განაცხადა ექსპერტმა.

მსგავსი სიახლეები