ნიკა გვარამია - იმდენად დეტალურია ეს ინფორმაცია, დაშვება შესაძლებელია, რომ სიმართლე იყოს

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. სუს-მა ნიკა გვარამიას სახელმწიფო დაცვის დანიშვნა შესთავაზა, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, ჯერჯერობით უცნობია.

"10 დღეზე მეტია, ეს ინფორმაცია არსებობს. მივაწოდე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, სახალხო დამცველსაც, და მათი რჩევითაც და ჩემი გადაწყვეტილებითაც, მოვედი კონტრტერორისტულ დეპარტამენტში. ინფორმაცია ეხება ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციის დაგეგმვას. 

ეს ახლა ესე ბევრჯერ უთქვამთ, მაგრამ ზედმეტად დეტალური იყო იმისთვის, რომ ყურადღება არ მიმექცია. სახელები, გვარები, შემოსვლები... ვინ შემოვიდა, კიდევ ვინ შემოვიდა, როდის და ა.შ. ამიტომ, გულწფელად გითხრათ, ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ უფრო დაშინების მცდელობაა, რაც ფუჭია, ან რაღაცა პროვოკაციაა, თუმცა იმდენად დეტალურია ეს ინფორმაცია, დაშვება შესაძლებელია, რომ სიმართლე იყოს. 

ორი რამის გამო მოვედი აქ. პირველი - სული ტკბილია და ბოდიში, მნიშვნელოვანი არის ჩემთვის, ცოცხალი ვიქნები თუ არა, და მეორე, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ თუ ჩემს წინააღმდეგ რამე მოხდა, ეს მნიშვნელოვან პრობლემებს გამოიწვევს ამ ქვეყანაში, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ და ეს პრობლემები ხელსაყრელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი სახელმწიფოსთვის, რომელსაც ქვია რუსეთი და იმ ადამიანებისთვის, ვინც რუსეთის ინტერესებს ატარებს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები