ჭიათურაში აგვისტოს ომის გმირი გაიხსენეს

ჭიათურაში აგვისტოს ომის გმირი გაიხსენეს

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მერის პირველ მოადგილესთან გიორგი ბიწაძესთან, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსთან დავით ცერცვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპული მეომრის, შინდისის გმირის შმაგი კუპატაძის საფლავი სოფელ ღვითორში გვირგვინით შეამკო.

"ის, რაც 13 წლის წინ მოხდა, ძალზე ტრაგიკული მოვლენაა საქართველოს უახლეს ისტორიაში, მაგრამ შმაგიმ და მისმა მეგობრებმა თავიანთი თავგანწირვით, გმირობის მაგალითი დაგვიტოვეს, რომელზეც თაობები უნდა აღიზარდონ", - განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.

შმაგი კუპატაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორში 1986 წლის 11 სექტემბერს დაიბადა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ 2007 წელს საკონტრაქტო სამსახურს მოაწერა ხელი. სენაკის სამხედრო ბაზის მეორე ბრიგადის საარტილერიო ასეულში რიგით კაპრალად მსახურობდა.

შმაგი კუპატაძემ 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთის არმიის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე გმირულად შესწირა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები