ზაალ ანჯაფარიძე - ერთხელ საკუთარ გუნდს უღალატა თითიდან გამოწოვილი მიზეზით - ნიკანორ მელიას დაკავების ფორმის გამო

ერთხელ საკუთარ გუნდს უღალატა თითიდან გამოწოვილი მიზეზით - ნიკანორ მელიას დაკავების ფორმის გამო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფრიძე გიორგი გახარიასთან დაკავშირებით წერს.

"რატომ დასჭირდა გიორგი გახარიას ერთგულებაზე და ერთგულების ფიცზე აპელირება?! მე მგონი ეს არ არის შემთხვევითი, მას აშკარად აწუხებს ეს კომპლექსი, ეს ბუნებრივია, და ადამიანურად შეიძლება გაუგო კიდეც, ის განცდა, რომ ერთხელ საკუთარ გუნდს უღალატა სრულიად თითიდან გამოწოვილი მიზეზით - ნიკანორ მელიას დაკავების ფორმის გამო. გადაიარა მელიას დაკავების ამბავმა და არც აღარავის ახსოვს. აი გახარიას ნაბიჯი კი ახსოვს ბევრს. ეს ახსოვთ მათაც, ვის ხმებზედაც ის შეიძლება ამჟამად ნადირობს. ქვეყნის წინაშე დადებული ერთგულების ფიცი, არ ვიცი როდის დადო გახარიამ ეს ფიცი და რა გარემოებებში, არაფერ კავშირში არ არის იმ ნაბიჯებთან რაც მან საკუთარი  აწ უკვე ყოფილი გუნდის მიმართ გადადგა. არის ასეთი გამოთქმა, რომ „ამ ადამიანთან ერთად შეიძლება დაზვერვაში წასვლა!“ შეიძლება თუ არა გახარიასთან ერთად დაზვერვაში წასვლა? დრო აჩვენებს", - წერს ანჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები