დავით ჭიჭინაძე - თვეების მანძილზე სახლში გამოკეტილ ადამიანებს უნდა წაართვან უფრო მეტი, რადგან ბიუჯეტის შევსების სხვა რესურსი არ არსებობს!

სახელმწიფო მონოპოლიები გაკოტრების პირასაა, "ოცნების" ჩინოვნიკები კი მხოლოდ საკუთარ სკამებზე, შემოსავლის გაზრდაზე და ძალაუფლებაზე ზრუნავენ, - ასე ეხმაურება "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას.

"ვის ხარჯზე უზრდის ღარიბაშვილი მერებს და სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ჩინოვნიკებს ხელფასებს?!გამოდის ისევ რიგითი გადამხდელების ხარჯზე!

თვეების მანძილზე სახლში გამოკეტილ ადამიანებს, რიგით გადამხდელებს უნდა წაართვან უფრო მეტი, რადგან დღეს ბიუჯეტის შევსების სხვა რესურსი უბრალოდ არ არსებობს!

სახელმწიფო მონოპოლიები გაკოტრების პირასაა, "ოცნების" ჩინოვნიკები კი მხოლოდ საკუთარ სკამებზე, შემოსავლის გაზრდაზე და ძალაუფლებაზე ზრუნავენ. ახლაც პრაქტიკულად იგივეს გვეუბნებიან - ყველაფერს გაგიყიდით და ჩვენ შევჭამთ, თქვენ კი მოითმინეთო...

მოკლედ, თუ აი ამ ყველაფერს ვეგუებით, უნდა ვაცალოთ კიდევ ოთხი წელი ხელისუფლებაში, თუ არა და უნდა ვიბრძოლოთ.

რადგან ქვეყანა ამ რეალობაში, იმ სიტუაციაში, რაც დღეს ეკონომიკაში ხდება, უბრალოდ ვეღარ გაძლებს. აი ამიტომ არის აუცილებლად ვადამდელი არჩევნები", - აცხადებს დავით ჭიჭინაძე

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები