უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 331 110 (+1070) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 02.12.2023-მდე: ტანკები – 5571 (+7), ჯავშანტექნიკა – 10385 (+13), საარტილერიო სისტემები – 7941 (+10), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 913 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 602 (+0), თვითმფრინავები – 323 (+0), ვერტმფრენები – 324 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 5994 (+18), ფრთოსანი რაკეტები – 1568 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 22 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 10410 (+11), სპეციალური ტექნიკა – 1138 (+1).