spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

10 აგვისტოს ჩათვლით თამარ მეფის გამზირზე სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, თამარ მეფის გამზირზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, 15 ივლისიდან 10 აგვისტომდე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები ძირითადად, თამარ მეფის გამზირისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება.

 

სამუშაოების განმავლობაში, არსებული საგზაო კუნძულების, ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია- მოდერნიზება განხორციელდება.

 

საჭიროების შემთხვევაში, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა მხოლოდ ღამის საათებში, 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში მოხდება.

 

სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები