spot_img
spot_imgspot_img
spot_img

10 ოქტომბერს უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 105 დაშავდა

10 ოქტომბერს უკრაინაზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და 105 დაშავდა.

 

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, კიევსა და 12 ოლქში თავდასხმების შედეგად 30-ზე მეტი ხანძარი გაჩნდა. 

 

301 დასახლებული პუნქტი კიევის, ლვოვის, სუმის, ტერნოპოლისა და ხმელნიცკის ოლქებში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, 3 571 დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა.

 

10 ოქტომბერს რუსეთის ჯარებმა ომის დაწყების შემდეგ უკრაინაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ოკუპანტებმა უკრაინის 11 რეგიონსა და კიევში სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები