უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 206 200 (+480) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 27.05.2023-მდე: ტანკები – 3799 (+3), ჯავშანტექნიკა – 7442 (+7), საარტილერიო სისტემები – 3406 (+22), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 572 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 329 (+1), თვითმფრინავი – 310 (+0), ვერტმფრენები – 296 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2941 (+31), ფრთოსანი რაკეტები – 1025 (+10). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 6172 (+11), სპეციალური ტექნიკა – 449 (+3).