უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 684 280 (+1240) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 24.10.24-მდე: ტანკები – 9090 (+2), ჯავშანტექნიკა – 18 254 (+25), საარტილერიო სისტემები – 19 719 (+45), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1236 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 981 (+0), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 17 597 (+108), ფრთოსანი რაკეტები – 2625 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 26 286 (+69), სპეციალური ტექნიკა – 3513 (+4).