11 მაისს, 19:00 საათზე თბილისში ევროპის მარში გაიმართება.
ორგანიზატორების თქმით, მოქალაქეები შეკრებას 3 ლოკაციიდან დაიწყებენ: რესპუბლიკის მოედნიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, მეტრო 300 არაგველიდან.
მარშის ორგანიზატორები არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციები არიან.
“სამივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძვრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, – აცხადებენ ორგანიზატორები.