უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 580 590 (+1100) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 02.08.24-მდე: ტანკები – 8402 (+3), ჯავშანტექნიკა – 16211 (+8), საარტილერიო სისტემები – 16161 (+42), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1134 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 907 (+0), თვითმფრინავები – 363 (+0), ვერტმფრენები – 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 13005 (+37), ფრთოსანი რაკეტები – 2407 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 21872 (+56), სპეციალური ტექნიკა – 2719 (+6).