უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 529 750 (+1130) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 19.06.24-მდე: ტანკები – 7984 (+10), ჯავშანტექნიკა – 15 319 (+12), საარტილერიო სისტემები – 14 007 (+48), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1104 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 857 (+4), თვითმფრინავები – 359 (+0), ვერტმფრენები – 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 11 221 (+34), ფრთოსანი რაკეტები – 2297 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 19 078 (+47), სპეციალური ტექნიკა – 2351 (+7).