უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 511130 (+1270) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 03.06.24-მდე: ტანკები – 7779 (+14), ჯავშანტექნიკა – 15002 (+22), საარტილერიო სისტემები – 13280 (+47), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1090 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 824 (+3), თვითმფრინავები – 357 (+0), ვერტმფრენები – 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 10739 (+40), ფრთოსანი რაკეტები – 2268 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 27 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 18159 (+67), სპეციალური ტექნიკა – 2199 (+4).