spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

13-14 აპრილს “ევროპის უნივერსიტეტში” არქეოლოგიის II საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება

13-14 აპრილს “ევროპის უნივერსიტეტში” არქეოლოგიის II საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება, რომელზეც არქეოლოგიური ექსპედიციების საველე კვლევა-ძიების უახლესი ანგარიშები იქნება წარმოდგენილი.

 

სესიის ორგანიზატორები არიან “ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტი და უნივერსიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი.

 

ღონისძიება გამოჩენილი ქართველი არქეოლოგის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის აკადემიკოს ანდრია აფაქიძის დაბადებიდან 110 წლისთავს ეძღვნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი (თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ბორჯომის სამეცნიერო ცენტრებიდან), ასევე უცხოელი არქეოლოგები (ავსტრიიდან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, იტალიიდან, სომხეთიდან).

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები