13 ქვეყნის პარლამენტარებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას „უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოდერნიზაციის გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ“, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
“დღეს ჩვენმა მეგობრებმა – ჩეხეთის, ესტონეთის, პოლონეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების პარლამენტარებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას „გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოდერნიზება“, – წერს სტეფანჩუკი.
ეს ქვეყნები ასევე აღნიშნავენ ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და უკრაინის ბირთვული ობიექტების დაცვის აუცილებლობას.
საქართველოდან ხელს განცხადებას დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე აწერს.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fstefanchuk.official%2Fposts%2F382388380374673&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”756″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>