უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 545090 (+1280) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 02.07.24-მდე: ტანკები – 8107 (+8), ჯავშანტექნიკა – 15566 (+16), საარტილერიო სისტემები – 14655 (+56), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1114 (+3).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 874 (+0), თვითმფრინავები – 360 (+0), ვერტმფრენები – 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 11641 (+21), ფრთოსანი რაკეტები – 2335 (+2).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 19787 (+74), სპეციალური ტექნიკა – 2452 (+4).