უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 496 370 (+1300) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 22.05.24-მდე: ტანკები – 7611 (+6), ჯავშანტექნიკა – 14 721 (+22), საარტილერიო სისტემები – 12 820 (+41), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1077 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 812 (+1), თვითმფრინავები – 354 (+0), ვერტმფრენები – 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 10 346 (+56), ფრთოსანი რაკეტები – 2208 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 27 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 17 442 (+59), სპეციალური ტექნიკა – 2090 (+5).