უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 616300 (+1350) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 01.09.24-მდე: ტანკები – 8592 (+10), ჯავშანტექნიკა – 16760 (+24), საარტილერიო სისტემები – 17636 (+22), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1176 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 940 (+0), თვითმფრინავები – 368 (+0), ვერტმფრენები – 328 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 14507 (+36), ფრთოსანი რაკეტები – 2 557 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 23881 (+56), სპეციალური ტექნიკა – 2991 (+14).