spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“14 აპრილიდან შევხვდებით “ობიექტივის” ეთერში!”

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ტელევიზიას უბრუნდება.

როგორც ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის ტელეკომპანია "ობიექტივის" ეთერში ახალ გადაცემას წაიყვანს.

"14 აპრილიდან შევხვდებით "ობიექტივის" ეთერში! ყოველ ორშაბათს და პარასკევს, 22 საათსა და 30 წუთიდან ეთერში იქნება სტუდია #8, ირმა ინაშვილთან ერთად", – წერს ინაშვილი.

"პატრიოტთა ალიანსი" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. პარტიის სიით პარლამენტში გასულმა დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს, რაც დაკმაყოფილდა. ახლა მათ ნაცვლად ამავე პარტიის სიიდან პარლამენტში 4 დეპუტატი შევიდა და ფრაქცია ევროპელი სოციალისტები შექმნა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები