spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

14 მაისს აქციაზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

 

დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ახალგაზრდებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, რაც მოსამართლე ნათია გუდაძემ არ დააკმაყოფილა. 

 

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები