უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 645150 (+1400) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 24.09.24-მდე: ტანკები – 8800 (+16), ჯავშანტექნიკა – 17292 (+40), საარტილერიო სისტემები – 18475 (+61), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1198 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 952 (+3), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 328 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 15764 (+65), ფრთოსანი რაკეტები – 2595 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 25175 (+73), სპეციალური ტექნიკა – 3155 (+10).