უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 647 800 (+1400) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 26.09.24-მდე: ტანკები – 8825 (+10), ჯავშანტექნიკა – 17 348 (+44), საარტილერიო სისტემები – 18 620 (+71), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1199 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 959 (+7), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 328 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 15 946 (+67), ფრთოსანი რაკეტები – 2599 (+4).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 25 353 (+105), სპეციალური ტექნიკა – 3190 (+22).