15 აპრილს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები არიან “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “დემოკრატიის მცველები” და “საქართველოს მომავლის აკადემია”.
“საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება. ორშაბათს, 15 აპრილს, 19:00 საათზე, რუსული კანონის პირველი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება!
ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ. რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! რუსული კანონი არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”, – აღნიშნულია განცხადებაში.