15 ივნისს, 17:00 საათზე, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში” “ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული პროფესორის ემილ ავდალიანის წიგნის – “China, Russia and New Eurasian Order” პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნის პრეზენტაციას დაესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლები საქართველოში, მკვლევრები და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები.
წიგნში სიღრმისეულად განხილულია რუსეთისა და ჩინეთის ევრაზიული ხედვა, აშშ-ს და ჩინეთს შორის არსებული მზარდი კონკურენცია, რუსეთ-ჩინეთის დაახლოება და ცვალებადი გლობალური წესრიგი.