spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“15 მაისამდე ერთი სამი პარტია უეჭველი კიდევ შევა პარლამენტში”

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ოპოზიციის მიერ 15 მაისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

მისი შეფასებით, 15 მაისის აქცია სხვა თვეებისგან განსხვავებული არ იქნება. გოგა ხაინდრავა ფიქრობს, რომ აქციაზე ხალხი არ მივა.

ამასთან, მისი შეფასებით, 15 მაისამდე პარლამენტში კიდევ სამი პარტია მაინც შევა.

„15 მაისის აქცია იქნება იგივე, რაც იყო აპრილში, თბერვალში, იანვარში, დეკემბერში. ხომ ვნახეთ მათი შედეგი, ყველანი ერთად იყვნენ, ახლა დაიშალნენ, 15 მაისამდე ერთი სამი პარტია უეჭველი კიდევ შევა პარლამენტში. რა განაპირობებს ხალხის მოსვლას, რამე გეგმა გააცნეს, რამე მომავალი დაანახეს, თუ ისეთი დაპირება მისცეს? რატომ მოვა ხალხი, გუშინწინ თუ არ მოდიოდა, 15 მაისს რატომ მოვა, დათბება და იმიტომ? რატომ გამოვა ხალხი, რა უნდა მოისმინონ იქ.

ამ ოპოზიციის ერთ-ერთი სიმბოლო არის ცარიელი კარვები პარლამენტი წინ, რომელიც საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ანტისანიტარიის ბუდედ იქცა და ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო გამოვლინებაა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები