ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი უკვე რამდენიმე თვეა, სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება პარტნიორ უნივერსიტეტებში.
140-მდე სტიპენდიატი 15 პარტნიორ უნივერსიტეტში – ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს ბანკის გუნდში აღნიშნავენ, რომ პარტნიორი უნივერსიტეტების და შესაბამისად, სტიპენდიატების რაოდენობა წლის ბოლომდე კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
“საქართველოს ბანკში მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. სწორედ ამ მიზნით, უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამას ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც ნიჭიერი, მიზანდასახული და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის ვქმნით განათლების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.
სტუდენტები კი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდიები მათი შრომის დაფასებაა, რომელიც აძლევს მათ დამატებით მოტივაციას და უღრმავებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.
“ჩვენ გვჯერა, რომ მცირე წარუმატებლობას შენი შეჩერების უფლება არ უნდა მისცე; საქართველოს ბანკის სტიპენდიაც ხომ სწორედ ამისთვისაა“, – აღნიშნავენ სტიპენდიატები.
რა არის საქართველოს ბანკის სტიპენდია და როგორ შეძლებ მის მოპოვებას?
საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა შესაძლებლობას აძლევს მიზანდასახულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 15 პარტნიორ უნივერსიტეტში.
გამარჯვებულების გამოსავლენად კრიტერიუმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს უნივერსიტეტები თავად ადგენენ. თუმცა, მთავარი მაღალი აკადემიური მოსწრება და სტუდენტების მოტივაციაა. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სასწავლებლის ოფიციალურ ვებგვერდზე არის ხელმისაწვდომი.
ამასთან, საქართველოს ბანკის სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა აბიტურიენტებს ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხვისთანავე შეუძლიათ. ამ შემთხვევაში, გამარჯვებულის შესარჩევად განსხვავებული კრიტერიუმები მოქმედებს.
“გრანტი, რა თქმა უნდა, ყველასთვის სასიხარულოა, მაგრამ არც უგრანტობით სრულდება წარმატების გზა. თუ იმაზე ნაკლებ შედეგს მიიღებ, ვიდრე ელოდი, თავს ნუ უსაყვედურებ, ეცადე იპოვო, რა გაქვს გამოსასწორებელი და იმაზე იმუშაო, წინ კიდევ ბევრი შანსია წარმატებისთვის“, – აღნიშნავს ლილი კერესელიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი და საქართველოს ბანკის სტიპენდიატი.
საქართველოს ბანკის მიზანი ახალგაზრდების და მათი განვითარების ხელშეწყობაა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი არ არის ერთჯერადი ინიციატივა. სტიპენდიის მოპოვების ან მისი შენარჩუნების შესაძლებლობა ახალგაზრდებს მომავალშიც ექნებათ.
სტიპენდიებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
(R)