უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 512420 (+1290) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 04.06.24-მდე: ტანკები – 7794 (+15), ჯავშანტექნიკა – 15020 (+18), საარტილერიო სისტემები – 13345 (+65), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1092 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 827 (+3), თვითმფრინავები – 357 (+0), ვერტმფრენები – 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 10766 (+27), ფრთოსანი რაკეტები – 2268 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 27 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 18228 (+69), სპეციალური ტექნიკა – 2211 (+12).