spot_img
spot_imgspot_img
spot_img

15 თებერვალს საპროტესტო მარში გაიმართება

15 თებერვალს ხელახალი არჩევნების დანიშვნის, აქციების დროს დაკავებულების და “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო მარში გაიმართება.

მოქალაქეები აღნიშნული მოთხოვნებით ევროპის მოედანზე 18:00 საათზე შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ თავისუფლების მოედნისკენ, სადაც სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა პერფორმანსს წარმოადგენენ.

ხვალინდელ აქციაზე იქნებიან მუსიკოსებიც. მუსიკოსი ნინო ქათამაძე აცხადებს, რომ ხვალ მსოფლიო დაინახავს ქართველი ხალხის ნებას.

” 15 თებერვალი მნიშვნელოვანი დღეა, ერთად დგომის დღეა. პრობლემებზე საუბრის კიდევ ერთი დღეა. დღეა იმისა, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს, რომ არ შევეგუებით ამ რეჟიმს და რომ ეს პოზიცია არის ურყევი”, – განაცხადა ნინო ქათამაძემ.

დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის ზვიად ცეცხლაძის მამის ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით კი, მნიშვნელოვანია პერიოდულად მასშტაბური აქციების გამართვა.

“ყოველდღე 20-30 ათასი ადამიანი ვერ იდგება ქუჩაში, მაგრამ მნიშვნელოვანია პერიოდულად მასშტაბური აქციების ორგანიზება, რომელიც აჩვენებს საზოგადოებას და “ოცნების” მომხრე საზოგადოებას, რომ მუხტი არ გამქრალა და საჭირო დროს ხალხი მობილიზებულია”, – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

დაანონსებულია, რომ  ხვალინდელ აქციას მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. დღის ბოლოს კი რუსთაველზე შეიკრიბებიან და აქცია პარლამენტთან გაგრძელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები