უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 733 830 (+1480) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 26.11.24-მდე: ტანკები – 9435 (+6), ჯავშანტექნიკა – 19 256 (+20), საარტილერიო სისტემები – 20 806 (+19), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1254 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1004 (+0), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 19 552 (+72), ფრთოსანი რაკეტები – 2765 (+1).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 30 042 (+94), სპეციალური ტექნიკა – 3683 (+2).