უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 755940 (+1350) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 10.12.24-მდე: ტანკები – 9524 (+5), ჯავშანტექნიკა – 19596 (+7), საარტილერიო სისტემები – 21064 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1253 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1023 (+0), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 20107 (+14), ფრთოსანი რაკეტები – 2859 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 31037 (+48), სპეციალური ტექნიკა – 3637 (+1).
9 დეკემბერს, პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთმა დაკარგა მინიმუმ 700 ათასი ერთეული ცოცხალი ძალა და ასევე დახარჯა 200 მილიარდ დოლარზე მეტი.