spot_img
spot_imgspot_img
spot_img

16-20 აპრილს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 აპრილს საქართველოში გამოიდარებს და 20 აპრილამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 

 

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 16 აპრილს +17, +22, ხოლო 17-19 აპრილს +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერი +22, +27 გრადუსამდე გათბება. 18-19 აპრილს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

 

ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 16 აპრილს +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17-19 აპრილს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები